Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-ს მიაღწევს.
როგორც Galt & Taggart-ის ტურიზმის 2026 წლის II კვარტლის შეჯამებაშია ნათქვამი, წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა და $1.9 მლრდ შეადგინა.
"ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა", - ნათქვამია ინფორმაციაში.