logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ₾3.1 მლრდ-ს აჭარბებს

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება მზარდია. საბანკო სექტორის მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივნისში ენერგეტიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 3.1 მლრდ  ლარს აჭარბებს. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 508 მილიონი ლარით მეტია.

2025 წლის ივნისის მონაცემებით, ენერგეტიკაზე 2.5 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული.

ამასთან, ენერგეტიკის სექტორი დაკრედიტების მოცულობით მეხუთე ადგილზეა. მას წინ უსწრებს უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომლის დაკრედიტებაც 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, უძრავი ქონების მენეჯმენტი, რომელზეც 4.5 მლრდ ლარის სესხებია გაცემული, ასევე სერვისი 4.5 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელით და სოფლის მეურნეობის მიმართულება, სადაც 3.8 მლრდ ლარის სესხია გაცემული.

გამოგვყევით