მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანიაა Meta კანადაში $13 მილიარდი ღირებულების AI მონაცემთა ცენტრს ააშენებს.
Reuters-ის ცნობით, მონაცემთა ცენტრის სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება და მომავალში 1.8 გიგავატამდე გაზრდის შესაძლებლობა ექნება - ეს იქნება კომპანიის პირველი ასეთი ცენტრი კანადაში.
"Meta-ს AI ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის უფრო მეტი ძლიერი სერვერი და მონაცემთა ცენტრი სჭირდება. პროექტის საერთო ინვესტიცია13 მილიარდ კანადურ დოლარს (დაახლოებით 9.17მილიარდი აშშ დოლარს ) შეადგენს", - აცხადებენ Meta-ში.
პროექტი კომპანიისთვის მსოფლიოს მასშტაბით, 33-ე მონაცემთა ცენტრია.
ალბერტას პროვინციის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა , რომ ეს არის პირველი ასეთი ტიპის , პირველი ასეთი ზომის და პირველი მასშტაბის პროექტი, მაგრამ ეს არ იქნება უკანასკნელი.
თამთა ცერცვაძე
ფოტო:Reuters