logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს

1784798828

 მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 914 011 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 420 749 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოგვყევით