logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში უძრავი ქონება 4.9%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

საქართველოში უძრავი ქონება 4.9%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

1784791398

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.9 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.9 პროცენტი). 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 4.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 5.5 პროცენტით.

გამოგვყევით