logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"CINEMA CITY-ის პროექტში გაყიდვები დაფიქსირდა - საშუალო გარიგება ₾2 მლნ-ს აღწევს" - სოფო ჭელიძე

CINEMA CITY-ის პროექტში პირველი გაყიდვები დაფიქსირდა - საშუალო გარიგება ₾2 მლნ-ს აღწევს, - ამის შესახებ ქართული საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი NEXT-ის აღმასრულებელი დირექტორმა სოფო ჭელიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ბაზარი, ადგილობრივი უძრავი ქონება ძალიან საინტერესოა საერთაშორისო მყიდველისთვის.

"თანამედროვე მყიდველის მოთხოვნები რადიკალურად არის შეცვლილი, დახვეწილი და გაუმჯობესებული. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საზღვრები ამ მიმართულებით აღარ არსებობს. შესაბამისად, უძრავი ქონების ბაზარი გახდა საერთაშორისო.  მოთხოვნაც და ხარისხის საჭიროებაც გახდა საერთაშორისო. ჩვენ უკვე ვალდებული ვართ, რომ იმ საერთაშორისო სტანდარტებს ვუპასუხოთ, რაც არსებობს. მომხმარებელი უკვე შედარებას აკეთებს არა ორი პროექტის, არამედ პროექტი საქართველოში და იმავდროულად მსგავს ბაზრებზე. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ მოქცეული და ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად და ჯანსაღად ვუპასუხოთ ამ კონკურენციას, თუმცა ჩვენი მორიგი სიახლე იყო პროექტი - CINEMA CITY BY NEXT, სადაც საშუალო გარიგების მოცულობა ვფიქრობ საქართველოსთვის რეკორდულად მაღალია და შეადგენს საშუალოდ 2 მლნ ლარს და უკვე დაგვიფიქსირდა პირველადი გაყიდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ბაზარი, ადგილობრივი უძრავი ქონება ძალიან საინტერესოა საერთაშორისო მყიდველისთვის და ჩვენთვის ეს არის განაცხადიც და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც.

CINEMA CITY BY NEXT-ის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, რასაც ეს ობიექტი ატარებს. ტერიტორია განთავსებულია დაახლოებით, 6000 კვ.მ ფართობზე, რომლის დიდი ნაწილი ძველი კინო სტუდიის შენობას უკავია. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მოგვეხდინა. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღვადგინოთ ის კულტურული ფუნქცია, რაც ამ ტერიტორიას ჰქონდა და ასევე, ის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც განთავსებული იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უნიკალური არქიტექტურით და ხარისხის მაღალი დონით. ამიტომ ეს იქნება ნამდვილი საჩუქარი თბილისისთვის.

ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ისტორიას და მემკვიდრეობას განუახლო სიცოცხლე და შესძინო კომერციული ღირებულება. ეს იქნება წახალისება კონკურენტებისთვის, რომ დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითაც შეიძლება ღირებულების შექმნა", - აცხადებს სოფო ჭელიძე.

ცნობისთვის, Cinema City by NEXT, თბილისის კულტურულ ძეგლს – კინოსტუდია "ქართული ფილმის" გაცოცხლებას გულისხმობსისტორიული მონუმენტის გვერდით კი ახალიგამორჩეული რეზიდენცია აშენდებარითაც წლების განმავლობაში მივიწყებული სივრცე კვლავ იქცევა ქალაქის აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.

გამოგვყევით