logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Kraken-ის ახალი ეტაპი - კრეატიულმა სააგენტომ "ალმასგან" წილი სრულად გამოისყიდა

კომპანია „ალმასგან” Kraken-ის 75%-იანი წილი სრულად გამოისყიდა

Kraken-ში კუთვნილი 75%-იანი წილი გარე რეკლამის კომპანია „ალმამ”  სრულად გაყიდა და ამიერიდან სააგენტოს მართვას გიორგი კონტუაძე გააგრძელებს. ამ დრომდე „ალმა“ kraken-ის  უმსხვილესი პარტნიორი იყო.  

“კომპანიისთვის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ახალი პროექტების, პარტნიორობებისა და განვითარების გეგმების განხორციელებას უკავშირდება. Kraken-ი  საქმიანობას არსებული გუნდისა და სტრატეგიის საფუძველზე გააგრძელებს",- აცხადებენ კომპანიაში.

Kraken-ი ქართული კრეატიული სააგენტოა, რომელიც ბრენდინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, სარეკლამო კამპანიებისა და ციფრული კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს.

გიორგი კონტუაძემ "ბოზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული სიახლეებისა და გეგმების გაჟღერება ადრეა, მაგრამ აქტიურ მუშაობას აგრძელებენ. 

რაც შეეხება შპს "ალმა"-ს, ის საქართველოს გარე რეკლამის ბაზარზე  1995 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და 2002 წლიდან ფლობს სტამბას. კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული.

გამოგვყევით