logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება" - Chalet Mestia

მესტიის მუნიციპალიტეტში ბრენდული სასტუმროების მშენებლობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, - ამის შესახებ ბიზნესპარტნიორთანმესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ის მფლობელმა, ივერი ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია ტურისტული აქტივობაც და სასტუმრო ამჟამად 70-80%-იანი დატვირთულობით მუშაობს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია.

დამსვენებლების თითქმის 100% უცხოელია - ძირითადად, ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ევროპელი ტურისტების რიცხვი შემცირებული იყო ახლა გაიზარდა და დამსვენებლები ძირითადად, ევროპული ქვეყნებიდან გვყავს. ასევე, მცირე მოცულობა ფიქსირდება აზიელი ტურისტებიც. კერძოდ, ჩინეთიდან. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ტურისტების ასეთი მასიური აქტივობა არ იყო, რაც მისასალმებელია“, - აცხადებს ივერი ჭელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი - მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, რაც მისასალმებელია. 

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 6 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო 15 ნომერსა და რესტორანს მოიცავს.

გამოგვყევით