logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ნავთობის ფასი 6%-ზე მეტად გაიზარდა – რა შედეგები მოჰყვა ირანთან შეთანხმების გაუქმებას - CNN

ნავთობის ფასი 6%-ზე მეტად გაიზარდა – რა შედეგები მოჰყვა ირანთან შეთანხმების გაუქმებას - CNN

1783579320

ნავთობის გაძვირების ფონზე ,მსოფლიო საფონდო ბაზრებზე ცვლილებები მიმდინარეობს.

როგორც CNN-ი აქვეყნებს , ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა ,ხოლო ოთხშაბათს, მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.

Dow Jones-ის და Nasdaq-ის ფიუჩერსები 1.3%-ით და 1.6%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის ფიუჩერსები 1%-ით დაეცა. ევროპის წამყვანი ინდექსები დაახლოებით 2%-ით შემცირდა. აზიაში სამხრეთ კორეის Kopsi-ის ინდექსმა ვაჭრობა 5.4%-იანი კლებით დაასრულა,ხოლო იაპონიის Nikkei 2.1%-ით დაეცა. ამ ფონზე ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 3%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო ბანკ Saxo-ს სტრატეგის , ნილ უილსონის, განცხადებით საფონდო ბაზრების განწყობაზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. მისი განცხადებით, მსოფლიო ნავთობის ეტალონური მარკის, Brent-ის, ფასი აღმოსავლეთის დროით დილის 5 საათის შემდეგ ბარელზე 78.93 დოლარამდე გაიზარდა, რაც დღის განმავლობაში დაახლოებით 6.4%-იან ზრდას ნიშნავს. WTI-ის ფასი კი 6.5%-ით გაიზარდა და 74.99 დოლარს მიაღწია.

ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო საფონდო ბაზრები დაეცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია.

ფოტო: CNN

თამთა ცერცვაძე

გამოგვყევით