logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

TAMOSKIN-ი GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

TAMOSKIN-ი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს (GCCA) მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"ბიზნესპარტნიორი" კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მიკერძოებული, სუბიექტური და უსაფუძვლო, ვინაიდან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანია TAMOSKIN-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი წერილობითი პოზიცია, კონკრეტული მომხმარებლის მიერ შეტანილ საჩივარზე. ასევე სააგენტომ არ მოახდინა კომპანიის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გამოკვლევა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

კომპანია TAMOSKIN-ი აპირებს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას.

იმ პირების/პირთა ჯგუფის საპასუხოდ, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ კომპანიის იმიჯის შელახვას, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო მომხმარებლებისათვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, GCCA-მა შპს TAMOSKIN-ს "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

გამოგვყევით