logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ვგეგმავთ, სებ-ის ახალ პლატფორმაზე ინფორმაცია ციფრულ და მიკრო ბანკებთან დაკავშირებითაც განვათავსოთ" - ნატალია ჭყოიძე

სებ-ის ახალ პლატფორმაზე   ამჟამად, განთავსებულია ტრადიციული კომერციული ბანკების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ ეტაპზე ვაპირებთ ვიმუშაოთ ციფრულ და მიკრო ბანკებთან, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა

მანვე აღნიშნა, რომ სხვა ფინანსური სუბიექტები არ იქნებიან შეზღუდულები და მომართვის საფუძველზე ეროვნული ბანკი მზადაა მათი ინფორმაცია ასევე, განათავსოს  პლატფორმაზე. 

"ეროვნულ ბანკს უკვე აქვს მომართვა ერთ-ერთი მიკრო ბანკისა და მიკროსაფინანსოს მხრიდან. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენს პლატფორმაზე განათავსონ მათზე ინფორმაცია", - აღნიშნა ნატალია ჭყოიძემ.

მისივე ინფორმაციით, თავად მომხმარებლებს აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ კომერციული ბანკების მომსახურების პირობები და გაცვლითი კურსები ერთმანეთს შეადარონ და მათთვის სასურველი ამოირჩიონ.

ნატალია ჭყოიძის თქმით, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მომხმარებელმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.

გამოგვყევით