logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

China Eastern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის

China Eastern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის

1784012180

China Eastern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. ამის შესახებ იინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

მათვე ცნობით, 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ -  ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

როგორც გაერთიანების ინფორმაციაშია აღნიშნული, China Eastern Airlines-ი  მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

"ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.  ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდ www.ceair.com-ზეა შესაძლებელი,"-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით