logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, ხოლო 2027 წელს $5.3 მლრდ-ს მიაღწევს" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და $485 მლნ შეადგინა. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლების მოცულობა ჯამურად $2.0 მლრდ გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

ამასთან, Galt & Taggart-ის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, ხოლო 2027 წელს $5.3 მლრდ-ს მიაღწევს.

"საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 51.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე $7.1 მლრდ შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 1.7%-ით გაიზარდა (+115.8 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.2%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით