logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სტუმრები დამატებით სერვისებზე მეტს ხარჯავენ " - სასტუმრო "ბოდბე"

ჩვენი სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი საშუალოზე მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს წარმოადგენს. ეს აისახება არა მხოლოდ განთავსების არჩევანზე, არამედ დამატებითი სერვისების მიმართ ინტერესშიც - სტუმრები აქტიურად სარგებლობენ რესტორნებით, სპა-სერვისებით, ღვინის გამოცდილებებითა და სასტუმროს სხვა შეთავაზებებით, - ამის შესახებ სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ბოდბეს" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ქეთი ბახტურიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს სტუმრები სულ უფრო მეტად აფასებენ არა მხოლოდ სასტუმროს კომფორტულ ოთახებს, არამედ სრულყოფილ გამოცდილებას და სასტუმრო "ბოდბეს” კონცეფციაც სწორედ ამ მიმართულებაზეა აგებული.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ სასტუმრო აქტიურად მასპინძლობს ბიზნესშეხვედრებს და ამ მიმართულებით მოთხოვნა იზრდება. 

"ბოდბეს" მთავარი კონცეფცია სრულფასოვან დასვენებას, განტვირთვასა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ძირითადი პოზიციონირება დაკავშირებულია როგორც მშვიდი და ესთეტიკური გარემოთი დასვენებასთან, ისე პირადი ღონისძიებების - ქორწილების, იუბილეების, საოჯახო და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების - მასპინძლობასთან.

ამასთანავე, სასტუმრო სრულად არის აღჭურვილი MICE სეგმენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თანამედროვე საკონფერენციო სივრცეები, მრავალფუნქციური დარბაზები, განთავსების შესაძლებლობები და დამატებითი სერვისები საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვუმასპინძლოთ ბიზნესშეხვედრებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ MICE დღეს ჩვენი ძირითადი მიმართულება არ არის, ამ სეგმენტში მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და მის განვითარებას მნიშვნელოვან პოტენციალს ვხედავთ. შესაბამისად, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულების გაძლიერებასა და ახალი კორპორატიული პარტნიორობების განვითარებაზე", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

ქეთი ბახტურიძის თქმით, სასტუმრო "ბოდბე" მუდმივად მუშაობს სტუმრის გამოცდილების განვითარებასა და ახალი სერვისების შექმნაზე.

"ბოლო პერიოდში გავხსენით ღვინის მარანი, სადაც წარმოდგენილია გამორჩეული ქართული და მსოფლიო ღვინოების კოლექცია, აქ იმართება დეგუსტაციებიც.  ასევე გავხსენით ახალი Pizza Bar ღია აუზის ტერიტორიაზე, რომელმაც ზაფხულის სეზონის შეთავაზებები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

მომავალშიც ვაგრძელებთ სასტუმროს განვითარებას და ვგეგმავთ ახალი გამოცდილებების, გასტრონომიული და ღვინის მიმართულებების, ასევე სხვადასხვა სეზონური აქტივობების დამატებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სასტუმრო “ბოდბეს”, როგორც პრემიუმ კლასის დასვენებისა და განტვირთვის სივრცის, კიდევ უფრო გაძლიერება. კონკრეტული საინვესტიციო მოცულობის შესახებ ამ ეტაპზე განცხადებას არ ვაკეთებთ, თუმცა განვითარების პროცესი აქტიურად გრძელდება", - აცხადებს სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, სასტუმრო "ბოდბე" არის ახალი ქართული ბრენდის, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე  სასტუმრო, რომელიც სიღნაღში მდებარეობს და განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა. სასტუმროს  თითოეული წერტილიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ალაზნის ველზე, კავკასიონზე და თავად ქალაქ სიღნაღზე.

სასტუმროში წარმოდგენილია 5 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი. გარდა ამისა, ღონისძიებების მასშტაბური, კონვერტირებადი სივრცე, სპა და ველნეს ცენტრი საპროცედურო ოთახებით და შიდა და გარე აუზით. სასტუმროში ამ ეტაპზე დასაქმებულია 250-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივი კადრია.

გერმანელი ღვინის მაგისტრი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით, დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი

გერმანელი ღვინის მაგისტრი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით, დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი

გამოგვყევით