logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკულ პროექტებში საინვესტიციო ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი" - თორნიკე დარჯანია

"დღეს ენერგეტიკულ პროექტებში საინვესტიციო ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ ადრე ჰესების შემთხვევაში ინვესტიციის ანაზღაურების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ის ფარგლებში იყო, ახლა პროექტების ღირებულება საშუალოდ 25%-ით არის გაზრდილი" -  ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში  მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებლმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალური ინფლაციაა.

"მნიშვნელოვნად გაძვირდა ფერადი ლითონები: სპილენძი, ალუმინი და სხვა მასალები, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელია. მხოლოდ სპილენძის ფასი ბოლო პერიოდში 20-30%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.

გარდა ამისა, შეიცვალა საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკაც. მაგალითად, ჩინეთმა მზის პანელების ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები და გადასახადები დააწესა. ამას ემატება რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, მათ შორის ირანის მიმართულებით შექმნილი რისკები, რის გამოც ტრანსპორტირების ხარჯებიც დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. გაძვირებულია საწვავიც და, ფაქტობრივად, ყველა ძირითადი კომპონენტი, ბუნებრივია, ინვესტორი ამ ყველაფერს ითვალისწინებს", - ამბობს დარჯანია.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს სურს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდეს, უნდა შექმნას შესაბამისი პირობები, რადგან ეს პროექტები ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობას და ქვეყნის განვითარებას.

გერმანელი ღვინის მაგისტრი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით, დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი

გერმანელი ღვინის მაგისტრი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით, დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი

გამოგვყევით