თბილისის მერიის ინფორმაციით, მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, რადგან ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.
თბილისის მერიის ცნობით, ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს.
"მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს", – ვკითხულობთ განცხადებაში.