ფიტნესცენტრებში მოთხოვნა 18-20%-ით გაიზარდა და მომხმარებლების 60% ქალია, - ამის შესახებ "სნეპ ფიტნესის" ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ფიტნსცენტრებში ასევე მზარდია უცხოელი მომხმარებლების წილი და ამ ეტაპზე, დაახლოებით, 10%-ს აღწევს.
"საერთო მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პერიოდში მოთხოვნა იკლებს ხოლმე - წელს, გაცილებით ნაკლები კლება იყო. აღნიშნულის მიზეზი კი შესაძლოა უამინდობაც იყო. ამასთან, ხალხი მივიდა იმ აზრამდე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ წონის კლებისთვის არ არის. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ჯგუფური ვარჯიშებია, მათ შორის, აქტუალურია პილატესი და იოგა. პილატესს უკვე ექიმებიც კი ნიშნავენ ხოლმე.
აქედან გამომდინარე, ახალი ფილიალების გახსნის კუთხითაც არის მოთხოვნა, თუმცა ჩვენ შესაბამისი ფართი გვჭირდება, რისი მოძიებაც არც თუ ისე მარტივი პროცესია", - აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე კვლავ გამოწვევად რჩება კვალიფიციური ინსტრუქტორების რაოდენობა.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალი აქვს.