logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის ArtEast–ArtWest განხორციელებას იწყებს

GITA ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის ArtEast–ArtWest განხორციელებას იწყებს

1782817897

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს ArtEast–ArtWest ახორციელებს, რომელიც ადგილობრივ მითებზე, ლეგენდებზე, ისტორიულ მოვლენებსა და პერსონაჟებზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნას ითვალისწინებს.

ArtEast–ArtWest – ის ფარგლებში მომზადდება 13 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომლის შინაარსიც ადგილობრივ მითებს, ლეგენდებს, ისტორიულ მოვლენებსა და პერსონაჟების ცხოვრებას დაეფუძნება.

პროექტი განკუთვნილია ინოვაციური და შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდებისთვის. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ქვეყნის მასშტაბით 14 წლის და უფროსი ასაკის პირებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებულ პირებს. ანიმაციის შექმნისთვის წინასწარი პროფესიული გამოცდილება სავალდებულო არ არის.

პროექტის მონაწილეები აირჩევა ოთხი ძირითადი მიმართულების მიხედვით:

* Story / Script - სცენარი და ამბის თხრობა;

* Visual / Character Design — ვიზუალი და პერსონაჟების დიზაინი;

* Sound / Music — მუსიკა და ხმოვანი დიზაინი;

* Animation / Motion — ანიმაცია და მოძრაობა.

შერჩეული მონაწილეები გაივლიან ჰიბრიდულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს ანიმაციის საფუძვლებს, სცენარისტიკას, ამბის თხრობას, კადრობრივი სცენარის შექმნას, პერსონაჟის დიზაინს, ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებას, მუსიკისა და ხმის შექმნას, ვიდეოსა და ანიმაციის ტექნიკურ წარმოებას, ციფრული და AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან გამოყენებას, პროექტის პრეზენტაციას.

პროექტის საბოლოო ანიმაციები წარმოდგენილი იქნება შემაჯამებელ ღონისძიებაზე და განთავსდება ერთიან ონლაინ არქივში.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 25 აგვისტომდე: https://apps.mygita.ge/zs/MhCZ3r

გამოგვყევით