logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Uber-ი თვითმართვადი ტაქსების ეკოსისტემას ქმნის - კომპანია გზებზე 500 მონაცემთა შემგროვებელ ავტომობილს უშვებს

Uber-ი თვითმართვადი ტაქსების ეკოსისტემას ქმნის - კომპანია გზებზე 500 მონაცემთა შემგროვებელ ავტომობილს უშვებს

1781110512

ამერიკული კომპანია Uber-ი მიმდინარე წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 500 სპეციალურ ავტომობილს განათავსებს, რომლებიც რეალურ დროში გზებზე მონაცემებს შეაგროვებენ. პროექტის მიზანი ავტონომიური (თვითმართვადი) ტრანსპორტის განვითარებაა.

ავტომობილები აღჭურვილი იქნება 14 კამერით, 8 ლიდარ-სენსორითა და 9 რადარით. შეგროვებული ინფორმაცია დაეხმარება Uber-ის პარტნიორ კომპანიებს თვითმართვადი ტაქსების სისტემების დახვეწასა და ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნაში.

კომპანიის ინფორმაციით, ფლოტი ყოველთვიურად დაახლოებით 2 მილიონ მილამდე მაღალი სიზუსტის მონაცემს დააგროვებს. Uber-ი ამ მონაცემებს გაუზიარებს ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებით მომუშავე პარტნიორებს, მათ შორის Waymo-ს, WeRide-სა და Nuro-ს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან Uber-მა საკუთარი ავტონომიური ავტომობილების განყოფილება ჯერ კიდევ 2020 წელს გაყიდა. ახლა კომპანია თვითმართვადი მანქანების უშუალო შემქმნელის ნაცვლად, ამ ეკოსისტემის მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბებას ცდილობს.

თემა აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც Uber-ი ლონდონში პირველი რობოტაქსების გაშვებისთვისაც ემზადება და ავტონომიური ტრანსპორტის ბაზარზე კონკურენცია სწრაფად იზრდება.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით