logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო "მორეტონის ტბა" გაფართოვდა - ინვესტიცია ₾1 მლნ-ზე მეტია

სასტუმრო "მორეტონის ტბა", გაფართოვდა და დასასვენებელ კომპლექსს 3 საოჯახო ტიპის კოტეჯი და ერთ სართულზე განთავსებული 14 ნომრიანი სასტუმრო დაემატა, პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი ერთ მილიონ ლარზე მეტია.

"მორეტონის ტბის რეზორტი" 1 წლის წინ გაიხსნა და მხოლოდ 5 კოტეჯს მოიცავდა, სადაც დაახლოებით 15-მდე ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი, ახლა კი სასტუმროს ერთდროულად 75 სტუმრის მიღების საშუალება ექნება. კომპლექსი ასევე მოიცავს ღია აუზს, რესტორანს, მოსასვენებელ სივრცეებს, ხმელეთის ველოსიპედებს და ტბებს, სადაც ვიზიტორებს თევზაობის და წყლის ველოსიპედებით გასეირნების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს გაფართოებას აღარ ვგეგმავთ, თუმცა შორეულ პერსპექტივაში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ დამსვენებლებს"- აღნიშნა სასტუმროს დირექტორმა დიტო ნაცვლიშვილმა. 

სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე დატვირთულობა 80%-ის ფარგლებშია, წინასწარი ჯავშნებიც არის. მისი ინფორმაციით,  გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამ სეზონზე უმეტესად მოთხოვნა უცხოელებისგანაა. სტუმრების 30%-ია მხოლოდ ადგილობრივი,  ქართველი, დანარჩენს კი სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები წარმოადგენენ. 

ცნობისთვის, რეზორტი თელავში, კერძოდ ნაფარეულში მდებარეობს, რომელიც დამსვენებლებს მშვიდ გარემოს სთავაზობს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

გამოგვყევით