logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

1788949103

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხები.

კატარის სახელმწიფოს ელჩმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.

ყურადღება გამახვილდა საფინანსო, ვაჭრობის და სხვადასხვა სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივაზე.

 შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

"პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

გამოგვყევით