"ენგურჰესის" ტერიტორიაზე ახალი ატრაქცია - სანაოსნო გაიხსნა. როგორც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი არქანიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ატრაქციას ერთდროულად 30-40 მომხმარებლის მომსახურება შეუძლია.
მისივე ინფორმაციით, სანაოსნო დაახლოებით, 3 დღის წინ გაიხსნა და პირველი მომხმარებლებიც უკვე გამოჩნდნენ.
"რამდენიმე დღეა, რაც სანაოსნო გავხსენით. უკვე გვყავდნენ მომხმარებლები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ცნობადობის ზრდასთან ერთად აქტივობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. უკვე არსებულ მომხმარებლებს შორის იყვნენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები", - აცხადებს ბადრი არქანია.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 250 000 ლარზე მეტი შეადგინა.
ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.