logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

1784812455

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს ,,თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული  შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად,  ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშნული დარღვევების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და რეგისტრაციამდე  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ.

გამოგვყევით