logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა" - ლევან მოსეშვილი

"საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა" - ლევან მოსეშვილი

1784644560

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღის ფრენები განსაკუთრებით მოსახერხებელია ბიზნესსექტორის მგზავრებისთვის, რადგან დროის დაზოგვა თანამედროვე მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"დღის ფრენები ძალიან მოსახერხებელი არის, თუნდაც ბიზნესსექტორის მგზავრებისათვის. დრო, მოგეხსენებათ, ყველაზე დეფიციტური არის დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში. დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას ემსახურება დღის ფრენებზე მოთხოვნის გაზრდა", - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფრენების გადანაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: თუ ადრე დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა დაახლოებით 90/10-ზე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 50/50-ზეა.

"სტატისტიკურად თითქმის 50/50-ზე არის დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა. ადრე თუ იყო პირობითად 90/10-ზე, დღეს 50/50-ზეა ფრენების გადანაწილება ჩვენს აეროპორტებში", - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიუთითებს, რომ ავიაკომპანიები აცნობიერებენ საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ბიზნესმოგზაურების მხრიდან არსებულ მოთხოვნასაც.

მისი თქმით, ავიაკომპანიების მიერ ფრენების განრიგის დღის საათებში გადანაწილება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისი ნაბიჯია.

"ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროისა და ფრენების განრიგის გადანაწილება დღესდღეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღის საათებშიც სწორად ხორციელდება“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

გამოგვყევით