logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მზის სადგურებზე მოთხოვნა მცირდება, აკუმულატორების სისტემებზე კი ბუმია" - მარკ სანდლერი

მზის სადგურებზე მოთხოვნა მცირდება, აკუმულატორების სისტემებზე (ენერგიის შენახვის სისტემა, Battery Energy Storage System — BESS- არის მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ელექტროენერგიას აგროვებს და ინახავს, რათა ის მოგვიანებით გამოიყენონ) კი ბუმია, - ამის შესახებ Step Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სანდლერმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულზე მეტყველებს ის, რომ ჩინურმა კომპანიებმა მზის პანელების წარმოება შეამცირა. 

"მოთხოვნა ბევრად უფრო გაიზარდა აკუმულატორების სისტემაზე, ვიდრე უშუალოდ მზის სადგურებზე. ანუ ახლა უფრო დიდი ბუმი არის აკუმულატორებზე, ინდუსტრიული ზომის აკუმულატორებზე, ვიდრე მზის სადგურებზე. რომ შევხედოთ მზის პანელების მწარმოებელ ჩინურ კომპანიებს მნიშვნელოვნად შეამცირეს საწარმოო ხაზების სიმძლავრე, რაც ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ მოთხოვნა გარკვეულწილად დაეცა და ფასმა შედარებით მოიმატა. ფასის მატება ბევრი მიზეზის გამო მოხდა, მათ შორის, ტრანსპორტირების და მეტალების გაძვირება.  

საქართველოში მზის ენერგიის განვითარების წახალისებისთვის ვფიქრობ, რომ "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამა ძალიან კარგია. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოა ნეტო დარიცხვის სქემა და მზის ასოციაციაში გვაქვს ვერსიები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს. ეს კარგად არის გასავლელი შესაბამის უწყებებთან მათ შორის, სემეკთან და სამინისტროსთან და ერთობლივად უნდა მოვიფიქროთ, რომ ნეტო დარიცხვა რამენაირად უფრო მომგებიანი გავხადოთ. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ კერძო პირებისთვის სახლებზე მაგალითად, შესაძლოა მზის პანელების დაყენება არ ღირდეს", - აცხადებს მარკ სანდლერი.

გამოგვყევით