logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები ხელახლა აამოქმედა" - Reuters

"აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები ხელახლა აამოქმედა" - Reuters

1783488240

აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები ხელახლა აამოქმედა, რომელის შემდეგაც ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.  

როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეს თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა, სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.

ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.

ფოტო: Reuters

თამთა ცერცვაძე

გამოგვყევით