გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი 72.81 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო მაჩვენებელზე 3.26%-ით ნაკლებია.
როგორც CNN-ი წერს, ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.
ირანთან აშშ-სა და ისრაელის ომის პერიოდში, მსოფლიო ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით $118-მდე ავიდა.
ბაზრის მონაწილეები ახლა ირანის გეგმებსა და ჰორმუზის სრუტეს აკვირდებიან, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.
თამთა ცერცვაძე