logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა" - "საქსტატი"

საქართველოში წარმოებულ აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა მზარდია. "საქსტატის" მონაცემებით, იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 81 მილიონ  დოლარზე მეტის ღირებულების სასუქები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. ა

ზოტოვან სასუქებს უმსხვილეს საექსპორტო ათეულში 2%-იანი წილით მეათე  ადგილი უჭირავს. ყველაზე დიდი მოცულობით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში განხორციელდა. პროდუქტი ათეულობით ქვეყანაში გავიდა. მათ შორისაა: პერუ, ნამიბია, კოლუმბია და სხვა.

აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებლები რიცხვებში ასეთია:

უკრაინა - 19.5 მლნ დოლარის ღირებულების 58.6 ათასი ტონა

პერუ - 14. 2 მლნ დოლარის ღირებულების 35.8 ათასი ტონა

ინდოეთი 9.2 მლნ დოლარის ღირებულების 29 ათასი ტონა 

განა - 7.9 მლნ დოლარის ღირებულების 15.9 ათასი ტონა 

სომხეთი - 5.1 მლნ დოლარის ღირებულების 13.2 ათასი ტონა 

გამოგვყევით