logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

1784638485

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ფინანსურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნათია თურნავამ თურქეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის მდგრადობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში წარმატებით ოპერირებენ თურქული ბანკები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პოტენციური პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.

გამოგვყევით