logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბათუმში ერთ საძინებლიანი ბინების დეფიციტია, პატარა აპარტამენტების პერიოდი დასრულდა" - ვალერი გურგენიძე

ბათუმში ერთ საძინებლიანი ბინების დეფიციტია, პატარა აპარტამენტების პერიოდი დასრულდა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "იელთი ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისი თქმით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა სტაბილურია, ახალი მშენებლობების ნებართვების რაოდენობა შემცირებულია და ბაზარი გამსხვილებისკენ მიდის.

"სისტემატურად ვერგებით მოთხოვნას და პროდუქტის შინაარსში ყოველწლიურად ხორციელდება ცვლილებები. მეორე კრიტიკული ფაქტორია ამ ქონების მართვა, რადგან ბათუმში 80%-ზე მეტი არარეზიდენტი მესაკუთრეა, რომლებისთვისაც გადაწყვეტილების მიღების ფაქტორი მათი აპარტამენტების სრუყოფილი მართვაა. ვინ როგორ შესთავაზებს - აქაც კონკრურენციაში ვართ ერთმანეთთან და ეს შეჯიბრობითობა მოიტანს იმას, რომ ვიღაცები დარჩებიან გამარჯვებულები და ვიღაცები დამარცხებულები.

მე არ ვთვლი, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 2-3 წლის წინ ქონება შეიძინეს ბათუმში ისინი ფასში იზარალებენ. ქონების გაიაფება წარმოუდგენელია უკვე. რაც შეეხება გაქირავებიდან მისაღებ შემოსავლებს - აქ ნამდვილად იქნება განსხვავებები იმ კომპანიებს შორის, ვინც უკეთ მართავს მათთვის მინდობილ ქონებას.

ბათუმის ბაზარზე წარმატებულ გაყიდვებს განაპირობებს საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა. ამ ბრენდებს აქვთ ძალიან დიდი წონა და მათ მოყვებიან ხოლმე ინვესტორები და ტურისტები. გარდა ამისა, ფაქტობრივად, პატარა აპარტამენტების პერიოდიც დასრულებულია. დღეს მუსირებს აზრი, რომ ზედმეტი მიწოდებაა ბათუმში, თუმცა მე გეტყვით, რომ დღეს ბათუმის ბაზარზე ერთ საძინებლიანი ბინების დეფიციტია. 

ადგილობრივებს უკვე არარეზიდენტებზე არანაკლები მოთხოვნები აქვთ. ისინი ქონებას როგორც საინვესტიციოდ, ისე საცხოვრებლად ყიდულობენ. რაც შეეხება არარეზიდენტებს - 67 ქვეყნის პასპორტი გვაქვს ჩვენს ბაზაში. აქედან ყველა მსხვილი შემსყიდველია დსთ-ის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, ისრაელი. თუმცა  ბოლო 2 წლის დაკვირვებით ძალიან გავზარდეთ ე.წ. ცენტრალური და სამხრეთ აზიის და ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის სეგმენტის. 

მათთვის მხოლოდ ფასი არ არის გადამწყვეტი - ბაზრის ზრდის პერსპექტივა გაცილებით დიდი ინტერესია მათთვის, ვიდრე ერთეული ფასი", - აცხადებს ვალერი გურგენიძე. 

გამოგვყევით