ავსტრალიელი მილიარდერი და სამთო-მომპოვებელი გიგანტის, Hancock Prospecting ხელმძღვანელი, Gina Rinehart-ი SpaceX-ის IPO-ში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წილს ყიდულობს. ინვესტიცია მისი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარე სექტორული დაბანდებაა.
რაინჰარტმა განაცხადა, რომ SpaceX-ს ხედავს როგორც „იშვიათ ბიზნესს“, რომელსაც გრძელვადიანი პოტენციალი აქვს კოსმოსის, კავშირის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მისი კომპანიის ხელმძღვანელობამ ასევე მიანიშნა, რომ მომავალში შესაძლოა SpaceX-თან თანამშრომლობა დაიწყოს კრიტიკული მინერალების მიწოდების მიმართულებით, რაც AI-სა და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელია.
SpaceX-ის აქციები ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ თითქმის 20%-ით გაძვირდა, ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ რაინჰარტის ინვესტიციამ უკვე პირველივე დღეებში მნიშვნელოვანი მოგება აჩვენა.
თამარ გაზდელიანი