2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 5 346.9 გვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.4 გვტ/სთ-ით მეტია. ზრდა ძირითადად თბოსადგურების გამომუშავების მატებამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა შემცირდა.
კერძოდ, "საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ 5 თვეში თბოსადგურებმა ჯამში 1 211 გვტ/სთ გამოიმუშავეს, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-მაისში მაჩვენებელი 965.6 გვტ/სთ იყო.
ამასთან, 2026 წლის იანვარ-მაისში ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 4 078.2 გვტ/სთ შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4 284.6 გვტ/სთ.
ქარის სადგურების გამომუშავება 2026 წლის იანვარ-მაისში 50.8 გვტ/სთ იყო, 2025 წლის იმავე პერიოდში კი დაახლოებით, 33.4 გვტ/სთ.
ამასთან, გაიზარდა მზის სადგურების გამომუშავებაც 2026 წლის იანვარ-მაისში 6.8 გვტ/სთ შეადგინა, მაშინ როცა 2025 წელს მაჩვენებელი დაახლოებით, 4.5 გვტ/სთ იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მზის სადგურებმა გამომუშავება წინა წლის აგვისტოდან დაიწყეს.