logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისში მიმდინარე პროექტში მყიდველების 65% არარეზიდენტია" - "იელთი ჯგუფი"

თბილისში მიმდინარე ჩვენს პროექტში მყიდველების 65% არარეზიდენტია, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "იელთი ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი დედაქალაქის ბაზრისთვის მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ამას მიზეზი პროექტის შერეული ფუნქციის კონცეფციით იხსნება.

"იელთი ჯგუფის" ერთ-ერთი პროექტი თბილისში აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 2 ახალი პროექტი წლის ბოლომდე გაეშვება. ჩვენ არც ერთ პროექტს არ ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ეს ყველა - შერეული ფუნქციის კომპლექსი იქნება და რეალურად ჩვენი ბათუმის ინვესტორები შემოვიყვანეთ თბილისშიც. ციფრები დამაიმედებელია, მათი მოლოდინებიც პოზიტიურია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს ის, რასაც ვაკეთებთ. რეალურად ჩვენ თბილისში არ შევდივართ კონკურენციაში იმ კომპანიებთან, რომლებიც ბიუჯეტურ საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. ჩვენი თბილისის პროექტში 65% არარეზიდენტია, რაც თბილისისთვის ნორმალურ ციფრად არ ითვლება. ჩვენს შემთხვევაში ეს შედეგი დააყენა იიმან, რომ ეს შერეული ფუნქციის კომპლექსია, თუმცა აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ ბლოკშიც კი, სადაც გათვლილია, რომ ადამიანებმა მუდმივად უნდა იცხოვრონ - იქაც დაახლოებით, 20-30% არარეზიდენტია. 

დაანონსებული პროექტებიდან ერთ-ერთი პროექტის დიზაინზე ამერიკელი კოლეგები მუშაობენ და მარცხენა სანაპიროზე იქნება. აღნიშნულის გაყიდვებს აგვისტოში დავიწყებთ, რაც შეეხება მეორე უფრო მსხვილ პროექტს - ეს არის ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც შერეული ტიპის დასახლება შენდება. ამ ორი პროექტის მასშტაბები სხვადასხვაა, თუმცა წლის ბოლომდე ორივე გაეშვება", - აცხადებს ვალერი გურგენიძე.

ცნობისთვის, "ესპანური კვარტალი" (Spanish Quarter in Tbilisi) არის „იელთი ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი თბილისში, რომელიც კომპანია Barceló Hotel Group-თან პარტნიორობით ვითარდება. 

გამოგვყევით