logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $612.6 მლნ შეადგინა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $612.6 მლნ შეადგინა

1785134808

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
  • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

გამოგვყევით