logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს რკინიგზამ" 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 10%-ია

"საქართველოს რკინიგზამ" 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 10%-ია

1785133048

2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა "საქართველოს რკინიგზისთვის" - კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, "საქართველოს რკინიგზის" მიერ ამ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ "საქართველოს რკინიგზის" მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. ამასთან, რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს.

გამოგვყევით