logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ზურაბ სიჭინავა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ზურაბ სიჭინავა

1785593242

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში  Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმავებით სამუშაოებს“, - აცხადებს კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავა.

მისი თქმით, Tristao Da Cunha პირველ რიგში შეუდგება ტალღმტეხერის არხის მოწყობის მიზნით დაღრმავებით სამუშაოებს, რისთვისაც დასჭირდება დაახლოებით 1 თვე, რის შემდეგაც აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის დაღრმავებაზე გადაინაცვლებს.

„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ პრინციპით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან და პარტნიორ კომპანიასთან ითანამშრომლოს, რაც პორტის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

გამოგვყევით