logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1785482280

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.

გამოგვყევით