logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

იანვარ-ივნისში საქართველოში 5 391 სამშენებლო ნებართვა გაიცა - "საქსტატი"

იანვარ-ივნისში საქართველოში 5 391 სამშენებლო ნებართვა გაიცა - "საქსტატი"

1785403961

"საქსტატის" ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 391 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) 5 275.7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი). ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 7.3 პროცენტი კი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 546.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.6 პროცენტით ნაკლები) 1 459 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15.1 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 10.0 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

გამოგვყევით