logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"AI ჩიპების აქციები $400 მლრდ-ით გაძვირდა" - Reuters

მსხვილი ამერიკული ჩიპების მწარმოებლების Micron Technology-ისა და Qualcomm-ის პოზიტიურმა პროგნოზებმა უოლ-სტრიტზე ხელოვნური ინტელექტის  აქციების ახალი ბუმი გამოიწვია, რის შედეგადაც სექტორის საბაზრო ღირებულება 400 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

აქციების ფასების მკვეთრი მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიებმა ანალიტიკოსების მოლოდინებზე ბევრად მაღალი ფინანსური მაჩვენებლები დააანონსეს.

კერძოდ, Micron-ის აქციები 12%-ით გაიზარდა. კომპანიის პროგნოზით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მრავალმილიარდიანი ინვესტიციები მათ მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნას მკვეთრად გაზრდის. პარალელურად, Qualcomm-მა განაცხადა, რომ სმარტფონების ჩიპების გარდა, აქცენტს AI მიმართულებაზე აკეთებს და 2029 წლისთვის მონაცემთა ცენტრების ბიზნესიდან 15 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება. ამ ფონზე, დარგის სხვა წამყვანი კომპანიების - Western Digital-ის, Sandisk-ისა და Seagate-ის აქციები 8%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Arm Holdings-ის, Marvell-ისა და Broadcom-ის მაჩვენებლებმა 2%-დან 6%-მდე მოიმატა.

აღნიშნული ფინანსური ნახტომი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უოლ-სტრიტზე ბოლო პერიოდში გაჩნდა ეჭვები, რომ AI კომპანიების ღირებულება ხელოვნურად იყო გაბერილი, რის გამოც სამშაბათს PHLX-ის ჩიპების ინდექსი 8%-ით დაეცა. თუმცა, მიმდინარე კვირის ვარდნის მიუხედავად, ეს ინდექსი 2026 წელს ჯამურად მაინც 90%-ით არის გაზრდილი, ხოლო უშუალოდ კომპანია Micron-ის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე 260%-ზე მეტითაა მომატებული.

გამოგვყევით