ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა მალე დასრულდება.
“ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ ნაწილშიც გეგმა-გრაფიკით მივდივართ. ამ ეტაპზე აზიის განვითარების ბანკთან ერთად სიღრმისეულ ეკონომიკურ მიზანშეწონილობის კვლევაზე ვმუშაობთ. კვლევა ძალიან მალე დასრულდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს , რომ 2032 წლისთვის ვაზიანის აეროპორტი შევიდეს ოპერირებაში,”-აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
“აქვე გამოვყოფდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არსებულ ოპერატორთან გავაგრძელეთ ხელშეკრულება. 2027-28 წლებში ოპერატორმა უნდა განახორციელოს 150 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც მოგვცემს საშუალებას რომ 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე ავიდეთ და მომხმარებლებს უფრო მოქნილი სერვისები შევთავაზოთ,”-განაცხადა თამარ იოსელიანმა.