logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 3-4 ოქტომბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" უმასპინძლებს

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 3-4 ოქტომბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" უმასპინძლებს

1790782481

3-4 ოქტომბერს, „ცეხი“ (მისამართი: თამარ მეფის გამზირი #18)  თბილისის ოქტობერფესტს უმასპინძლებს. მიუნხენური ფესტივალის განწყობას საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუ“ შექმნის.

ფესტივალი 3 ოქტომბერს 16:00 საათიდან დაიწყება,  17:00 საათზე გაიმართება ფესტივალის გრანდიოზული გახსნა, რომლის დროსაც,   საზეიმოდ გატეხავენ ლუდის კასრს. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს დახვდებათ საფესტივალო გარემო, მრავალფეროვანი გერმანული კერძები, სახალისო აქტივობები, ცოცხალი მუსიკა და, რა თქმა უნდა, ლუდი „ლოვენბრაუ“. ოქტობერფესტის პირველ დღეს, 3 ოქტომბერს, კასრის გახსნის შემდეგ, 19:00 საათზე, ფესტივალის სტუმრებს სახალისო თამაშები და აქტივობები ელოდებათ, საღამოს კი მუსიკალურ განწყობას ცოცხალი შესრულებით  The Skittles Band  და „შერეკილები“ შექმნიან.

4 ოქტომბერს ფესტივალის კარი 16:00 საათზე გაიხსნება. საღამოს მუსიკალურ პროგრამას 18:00 საათზე DJ Alfredа Stieglitz დაიწყებს, ხოლო 21:00 საათზე ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს DJ Jackie გააგრძელებს.

ოქტობერფესტი 200-წლიანი გერმანული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. ფესტივალზე  ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.  „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

გამოგვყევით