logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვისოლ ჯგუფი" INVIA-ს სახელით განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია IPO-სთვის ემზადება

“ვისოლ ჯგუფი“ INVIA-ს სახელით განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - 30 წლის განმავლობაში შექმნილი ოჯახური ბიზნესი კორპორაციულ სტრუქტურად გარდაქმნას, მართვის მოდელის შეცვლას და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. როგორც INVIA-ს დამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, კომპანია IPO-სთვის ემზადება.

“IPO თვითმიზანი არ არის. ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ მისაღები პლატფორმა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებისთვის. ჩვენი ჯგუფის ორ კომპანიას უკვე გამოშვებული აქვს ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე ბონდები. „ემპი დეველოპმენტმა“ რამდენჯერმე და „ალმა მედიამ“ ერთხელ მოახდინა ობლიგაციების  წარმატებით განთავსება ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. როდესაც ქმნი ისეთ ინფრასტრუქტურას და პლატფორმას, იმ ტიპის ბიზნესს, რომელიც მისაღებია საერთაშორისო ბაზრებისთვის შემდეგ უკვე შენი გადაწყვეტილებაა გინდა თუ არა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გახვიდე და მოიზიდო კაპიტალი. ეს იქნება ალბათ შედეგი ჩვენი ევოლუციისთვის, რომელსაც გავივლით," -აღნიშნა ლევან ფხაკაძემ.

მისივე თქმით, კომპანია  ძალიან მოკლე პერიოდში იქნება მზად იმისთვის რომ გლობალურ საფონდო ბირჟებზე გავიდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით იქნება მიღებული. .

„საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ორი ქართული ბანკის  "ქეისი"  არის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო.  ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს კონტაქტი ლონდონის საფონდო ბირჟასთან, საინვესტიციო ბანკებთან და ვერ წარმოიდგენთ რამდენად დადებითად უყურებენ ქვეყანას, რამხელა როლი შეასრულა ამ ორმა ბანკმა იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების მიმართ დღეს არის ძალიან კეთილგანწყობა,“-აღნიშნა ლევან ფხაკაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, Archi Group-მა და INVIA-მ Downtown Tbilisi-ის და მისი პირველი შენობის - Trump Tower-ის ოფიციალური პრეზენტაცია წარადგინეს. 

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.

გამოგვყევით