logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ტერაბანკში" მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება მარეგულირებელში ორშაბათს შევა" - დავით რუსია

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, „ტერაბანკში“ მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება ეროვნულ ბანკში  მომდევნო კვირის ორშაბათს შევა.

როგორც საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა,დავით რუსიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციას კონსულტაციები რამდენიმე თანამდებობის პირთან ჰქონდა.

„როგორც იცით, „ტერაბანკში“  ცვლილებებზეა საუბარი. ჩვენ გვქონდა საუბარი რამდენიმე თანამდებობის პირთან და ეროვნულ ბანკში ოფიციალურად  საბუთების წარდგენა ორშაბათისთვის მოესწრება, რომ ახალმა ინვესტორმა სამომავლოდ თანხმობა მიიღოს  ამ გარიგებაზე,“- აღნიშნა დავით რუსიამ.

მისივე თქმით, ქართული საბანკო სექტორის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზრდილია.

„ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE ს შორის ტერაბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე 25 აგვისტოს გახდა ცნობილი.

2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

გამოგვყევით