logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"ევროპა საავიაციო საწვავის დეფიციტის წინაშე დგას" - Reuters

ევროპა მეოთხე კვარტალში საავიაციო საწვავის დეფიციტის წინაშე დგას. ანალიტიკოსებისა და გადაზიდვების მონაცემებით, რეგიონი ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებს, მათ შორის სამხრეთ კორეას, საიდანაც ნავარაუდებია, რომ  ექსპორტი ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმამდე უნდა გაიზარდოს. ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, რამაც რეგიონიდან მიწოდება დააზიანა და ევროპის იმპორტი გაანახევრა, კონტინენტმა საწვავის შესყიდვა ნიგერიიდან, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან გაზარდა.

საკონსულტაციო კომპანია „ენერჯი ასპექტსის“ პროგნოზით, მეოთხე კვარტალში ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტი დღეში 510 000 ბარელი იქნება მაშინ, როდესაც აშშ-სა და აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში პროდუქციის ჭარბი წარმოება ფიქსირდება.

ანალიტიკური კომპანია „კეპლერის“ მონაცემებით, სექტემბერში აზიიდან ევროპაში დღიურმა იმპორტმა 129 000 ბარელი შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოგვყევით