logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ეფექტიანობა და ხარჯების კონტროლი: H&M-ის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება

ეფექტიანობა და ხარჯების კონტროლი: H&M-ის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება

1790315340

H&M-ის მესამე კვარტლის საოპერაციო მოგებამ 6.04 მილიარდი შვედური კრონა (608.63 მილიონი დოლარი) შეადგინა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 4.91 მილიარდი კრონა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მესამე კვარტალში H&M-ის მთლიანი მოგება წინა წლის 52.9%-დან 54%-მდე გაიზარდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) განცხადებით, მომგებიანობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო შესყიდვების პროცესის გაუმჯობესებამ, ხარჯების კონტროლმა და ოპერაციულმა ეფექტიანობამ.

გარდა ამისა, H&M ზრდის სეზონის განმავლობაში შესყიდული ტანსაცმლის წილს, რათა კომპანიამ უფრო სწრაფად უპასუხოს მოდის ტენდენციებს, მომხმარებელთა გემოვნებასა და სულ უფრო არაპროგნოზირებად ამინდს.

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით