logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

კახა კალაძე: ჩინეთთან მეგობრობა სავაჭრო-ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა

კახა კალაძე: ჩინეთთან მეგობრობა სავაჭრო-ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა

1794299520

„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.

„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული.

„რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. 

გამოგვყევით