logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ავსტრიის საელჩოს მეკავშირე ოფიცერს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ავსტრიის საელჩოს მეკავშირე ოფიცერს შეხვდა

1794297498

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მეკავშირე ოფიცერთან, ჰარალდ მიულებნერთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პრიორიტეტები. ასევე, იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

"აღნიშნეს, რომ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს საფინანსო- ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით