logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

1794298560

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე  პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.

"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში.  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის. ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით