logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

სამხრეთ კორეა აშშ-ში $20 მლრდ-იან პირველ პროექტს იწყებს - ტეხასში ელექტროსადგური აშენდება

სამხრეთ კორეამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული 350 მლრდ დოლარიანი საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში პირველი პროექტი დაადასტურა. სეულმა ტეხასში 6.3 გიგავატიანი გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა შეარჩია, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდ დოლარს აღემატება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ობიექტი ელექტროენერგიით ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებსა და ჩიპების ქარხნებს მომარაგებს.

ამასთან, აზიური მხარე სამხრეთ კორეის მიერ დაპროექტებულ ორ ბირთვულ რეაქტორში ინვესტირების წინადადებასაც განიხილავს. დღის წესრიგშია ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიების ფირმა ვესტინგჰაუსის 5%-10%- იანი წილის შეძენაც. საინვესტიციო გეგმა აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო კომიტეტის დამტკიცებასა და შემდგომ მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, ეროვნული ვალუტის, ვონის კურსზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად, სამხრეთ კორეა აშშ-ში წლიური ინვესტიციების 20 მილიარდ დოლარამდე შეზღუდვას გეგმავს.

გამოგვყევით