"ინნ ჯგუფი" თბილისში 195 ნომრიანი სასტუმროს მოდერნიზებას გეგმავს - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა.
"პროექტი, სასტუმრო "ივერია ინნ"-ის ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს, მათ შორის იგეგმება საცურაო აუზის მოწყობა, ავეჯის სრულად შეცვლა და სასტუმროს კლასის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება," - აცხადებს კოკაია.
"ინნ ჯგუფის" დამფუძნებელს ინვესტიციის მოცულობა არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ სასტუმრო ოპერირებას განახლებული კონცეფციით გააგრძელებს.